მრაავალ, მრაავალჟამიიერ..

ბევრისგან მსმენია და წამიკითხია, აი საქართველო, ვაი სად ვკვდები ამის დ...., ეგაა ქართველობა...? რა არის აბა ქართველი..? ოხ ეს დოგმები? ეგ არის რომ? მაგის ღირსია რომ ეგრე ვაკრიტიკოთ? არადა ვერც იმათ გაამტყუვნებ, ალბათ შედარების საგანი არ აქვთ და ეგ არის მიზეზი იმისა რომ არ მოსწონთ ის რაც ჩვენ მისგან შორს ყოველთვის გულში გვაქვს.

პატრიოტი ვარ? ვარ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მომწონს ის დოგმები და კანონები რასაც ზოგი "ქართველობას" უწოდებს. მე მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ იმიტომ არ მიყვარს და არ მომწონს ის რომ მე ქართველი ვარ და ესეც უნდა იყოს უნდა მომწონდეს უნდა მივყვებოდე ამა თუ იმ ტრადიციას... მე მომწონს, მივყვები და ვეთანხმები იმას და იმიტომ რომ მე მომწონს და ვამართლებ; არა იმიტომ რომ, მე ქართველი ვარ და მე ესე უნდა ვქნა აბა ისე რა გამოვდივარ..

მოკლედ, საქართველო ! ჩემთვის ყველასთვის განსხვავებულია. ამათთან ვერთობი, ზოგისთვის მეგობარიც მიწოდებია, უფრო მეტიც მაგრამ ყოველთვის არის მომენტი როცა... ერთი ამათიც... და გინდა ვინმესთან შენიანთან მიხვიდე და თუნდაც "ძია ჯეკი" დაიდგა და ისიამოვნო, ვისთანაც მეტი გაქ საერთო, ვისთვისაც ჩვენ უფრო მეტია..

ხოდა ესე მოხდა დღეს, ისედაც ვნახულობთ ერთმანეთს მაგრამ.. დროის უქონლობის გამო ყოველთვის არ ხერხდება რომ ესე ერთად შევიკრიბოთ რამდენიც ვიქნებით და იმის და მიუხედავ რომ ქართული ღვინო არავის არ დარჩენია.."ძია ჯეკს ვიდგამთ" და ვსაუბრობთ იმაზე თუ რა გვაწუხებს, ვაკეთებთ თუ გვაკლია.

მაგრამ სადაც არ უნდა წავიდეთ ბოლოს მაინც თემა ეხება სიყვარულს და საქართველოს და კავშირს მათ შორის. ყოველთვის ესე ვფიქრობდი მაგრამ რო წამოვედი უფრო მეტს ვფიქრობ და ვაფასებ, მართლაც ჭკვიანური ნათქვამია მათთვის ვინც ამ ყველაფერს უარყოფს და ვერ აფასებს, რომ მე რომ ბევრი ფული მქონდეს ყველას წავიყვანდი საქართველოდან და მერე ნახავდით რა ლამაზიაო.. (მარტო ბუნება არ იგულისხმება..)

ხოდა ბევრი რომ აღარ ვილაპარკო, ეს იმიტომ დავწერე, რომ მინდა ვთქვა რომ ბევრად მეტია ჩვენიანებთან გატარებული თუნდაც ერთი საღამო ვიდრე სხვასთან მთელი წელი, ვისთვისაც მიუღებელია ის რაც შენთვის მთავარია და is just hanging out with you.

ამ ფოსტს უფრო ემიგანტები გაიგებენ მაგრამ, იმათი აზრიც მაინტერესებს ვინც უფრო მეტ დროს სამშობლოში ატარებს და თუ აქვს ესეთი გრძნობა როცა ცოტახნით მაინც დატოვებს მას? და მიდის თუ არა იმიტომ რომ უბრალოდ გაეცალოს თუ წავიდეს ისწავლოს, გაანალიზოს და რომ დაბრუნდება რამე შემმატოს...?

დიდი მადლობა წაკითხვისათვის :) იმედია გაიგეთ რისი თქმა მინდოდა
მრავალჟამიერ!

..where online shopping starts

Often, when you want to buy something online, you start thinking about web stores which could have the product you need. Even thou you remember some of them, you never know is it best deal on web or not. So here is the place which helps you to search over 231 million products online and allows you to find which offer suits you best.

It is not like any other search engines, because it does not charge retailers for their product placements. Which means that there is bigger variety of selection, helping you purchase whatever you need with better price. For example, I recently bought a lamp for my desk through this engine and it was the best way to shop ever.

I just typed what I was searching for and the result found the variety of lamps, where I could choose the right type, filter search with brands or sort with price and that's what I call the pleasure of shopping. No struggling and friendly shopping for everyone.

Bathroom of the dreams

Have you ever wanted to have bathroom different from any other normal bathrooms...? where you you could feel relaxed and more comfortable? Than http://www.fountaindirect.co.uk/ is the right place to make your wishes true.

Bathrooms, bathroom radiator, underfloor heating, shower enclosure are samples from various bathroom equipments that you can get on http://www.fountaindirect.co.uk to make you feel better and relaxed in your bathroom, because it offers top brand bathroom equipments with unique design and affordable price.

Shopping on Fountaindirect is simple and easy, most stock items are despatched within 5 working days or if you prefer to pick up your order, it can be arranged for you.

ჩვენი დროის ორატორები =)

ორატორობა უძველეს დროში იყო ხალხთან ლაპარაკის ხელოვნება. იგი ისწავლებოდა საბერძენთსა და რომში, რომელიც ითვლებოდა მნიშვნელოვან უნარად იმ დროინდელ ცხოვრებაში.

როგორც ჩანს ამ ხელოვნებას საქართველოშიც ფლობენ და წარმოგიდგენთ რამოდენიმე მაგთანს ;)

დიდი მარგა'ლ'ო – თემური ჯახაია (კოხორიდან)



ეს სტრესშია თორე პოპულარობით გამოირჩევა +)



და ეს http://sweet.ge/2009/04/dialogio/ (ხზ საიდან მოვიდა და რაუნდა)
FBI -სა და CIA –ს დაუღალავი შრომის მიუხედავად ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება ამ ფენომენის გამოკვლევა :P

რეალური არა..რეალობა

ბევრჯერ მქონია განცდა "მე ამ სამყაროს არ ვეკუთვნი" ან "ამისთვის არ ვარ დაბადებული".. შეიძლება იმიტომ რომ ჯერ ჩემი დანიშნულები ვერ მიპოვია და ალბათ ამიტომაცაა რომ არ მომწონს და არ ვაფასებ აქაურობას. ამიტომაცაა რომ ალბატ სულაც არ მეწყინება რამე მოხდეს და ხვალ აღარ ვიყო. არც დეპრესიული ვარ და არც თვითმკვლელობას ვაპირებ მაგრამ არც იმით დაკმაყოფილებას რასაც ცხოვრება დედამიწაზე ქვია.. ამას წინათ ფორუმზე ჩემთვის ძალიან საინტერესო წარწერას წავაწყდი სადაც ეწერა რომ დედამიწა შეიძლება სხვა სამყაროს ჯოჯოხეთია..

ხო ეხლა ძალიან ემო ფოსტი რო არ გამომივიდეს (მაგრამ მაქეთ მიდის და ალბათ გამოვა კიდეც..) მოკლედ რატო დავწერე ეს ყველაფერი... მეც და ალბათ კიდევ ისინიც ვინც ნაწილობრივ მაინც მეთანხმებიან ამაში, ცდილობენ ეს ყველაფერი საკუთარი არარეალური რეალობის შექმნით დაფარონ რომელიც ვირტუალურია მაგრამ ხშირად ეფექტური. ზოგი უბრალოდ ოცნებობს, ზოგი მემგონი დანებდა და დეპრესიაშია, ბევრიც mmorpg(wow და ეგეთები) –ს თამაშობს. მაგრამ კიდევ ერთი და საინტერესო სამყარო იქმნება lucid dreams –ში.

Lucid Dreaming – არის როცა რაღაც დონეზე აკონტროლებ სიზმრის სიუჟეტს, მაგალთად შეგიძლია შეცვალო გარემოება, დაგესიზმროს ის ვინც გინდა, სიზმრის დროს იცი რომ სიზმარში ხარ... და გაღვიძებისას გახსოვდეს სიზმარი. ხარ სადაც გინდა, ნახულობ ვისაც გინდა.. ანუ შეგიძლია გეძინოს და ამავდროულად ცხოვრობდე შენ სამყაროში.

მაგრამ ზოგს საერთოდ არ აქვს lucid dreams თუ არ ჩავთვლით დამახსოვრებას ან კიდე სულ ამას ვერ ახერხებს. საერთოდ ამაზე ადრე სულ მაინტერესებდა რამე მეპოვნა მაგრამ ისიც კი არ ვიცოდი ქართულად რა ერქვა მაგას ან თუ ერქვა საერთოდ რამე, რომ მერე გადამეთარგმნა და ინფო მეპოვნა. უბრალოდ ცოტახნისწინ წავაწყდი რომელირაცა ინგლისურის სავარჯიშოში ამაზე წინადადებას და გახაებულმა მაშინვე მობილურიდანვე დავგუგლე და ბევრი ვათვალიერე ;) რაც ყველაზე გამიკვირდა იყო ის რომ თურმე ხალხი ვარჯიშობს რომ იყვნენ lucid dream და ასევე არის უამრავი სერვისები სადაც გასწავლიან ამ ყველაფერს.. მეკი პირიქით ბავშობიდან ვცდილობდი რომ ეს შემეჩერებინა რადგან ვფიქრობდი რომ უფრო საინტერესო იქნებოდა ის რაც თვითონ დამესიზმრებოდა ვიდრე ჩემი შექმნილი.. ალბათ არც მინდოდა რამე სხვა .. childhood.. easy life with no problems.. შემდეგ კი პირიქით სულ ვცდილობდი ვინმე რომ მენატრებოდა ჩემ პატარა სახლში შემომეყვანა რომელიც ხან სად მედგა ხან სად. ცუდი ის არის რომ, არც კი ვიცი რისი ბრალია მაგრამ ნელნელა ქრება ეს სახლი და იშვიათად თუ ვხედავ, სადაც არასდროს არაა ის ვინც მინდა და ერთადერთი რაც შემიძლია თბილისის ქუჩების ეზოებში თრევა და შემდეგ ეს ყველაფერი რო მომბეზრდება იქიდან წამოსწვლა. მაგრამ მემგონი მეც აღარ მინდა რადგან Happiness is the ultimate goal for humanity –მა რამაც იმ სახლში წამიყვანა, იქაც შემოაღწია და ყველაფერი დაანგრია...

ხოდა რო დავამთავრო ვარ ისევ რეალობაში არარეალობის ძებნაში... ეს ფოსტი უბრალოდ იმიტომ დავწერე რომ ამაზე ბევრს ვფიქრობდი მაგრამ არასდროს არ მინდოდა ამაზე ვინმესთან მესაუბრა ან მეგონა რომ არავის არ მოუნდებოდა და დააინსტერესებდა.. ეხლა ვრჩები წერას და გულში რაღაც თავისუფლება ვგრძნობ, თითქოს რაღაც ტვირთი მოიხსნა და გაუჩინარდა..

შეიძლება ზოგმა ვერაფერი ვერ გაუგო ამ ფოსტს მაგრამ მაინც მადლობა წაკითხვისათვის და ვინც დაახლოებით მაინც მიხვდით რაზეა... ძალიან მაინტერესებს თქვენ სად გაქვთ ეს ზე სამყარო? და თუ კიდევ რამე საინტერესო იცით Lucid dreaming –ზე დააკომენტეთ =)

პ.ს ხო რატომღაც პირველ აპრილს დაემთხვა მაგრამ არანაირ კავშირში არ არის ეს ფოსტი საპირველ აპრილო ტყუილებთან.

Gefunden`♥



Ich ging im Walde
So vor mich hin,
Und nichts zu suchen,
Das war mein Sinn.

Im Schatten sah ich
Ein Blümlein stehn,
Wie Sterne blinkend,
Wie Äuglein schön.

Ich wollt es brechen,
Da sagt' es fein:
Soll ich zum Welken
Gebrochen sein?

Mit allen Wurzeln
Hob ich es aus,
Und trugs zum Garten
Am hübschen Haus.

Ich pflanzt es wieder
Am kühlen Ort;
Nun zweigt und blüht es
Mir immer fort.

დ'ავკრძალოთ სიგარეტი..

სიგარეტი რო მავნეა ჯამნრთელობისთვის, მრავალ დაავადებებს და ადრეულ სიკვდილს რო იწვევს ეგ ხომ ყველამ ვიცით.. მაგრამ თუ ესეთი ცუდია მოწევა რატომ იწყებს ხალხი მოწევას?

შენ ეწევი? როგორ ფიქრობ რატომ გახდი სიგარეტის მომხარებელი? ან რატო ეწევიან შენი მეგობრები ან ოჯახის წევრები და რატომ დაიწყეს მოწევა?

იმისათვის ბევრი მიზეზია თუ რატომ შეიძლება დაიწყოს ადამიანმა მოწევა და აცოცხლოს სიგარეტის ბიზნესი.. ამაში კი ყველაზე დიდ როლს თინეიჯერები თამაშობენ.. ეს კი უფრო გარშემომყოფების ბრალია ვინც ეწევიან თავის თავს ავნებე და მასთან ახლომყოფებსაც ანდომებენ მოწევის დაწყებას. უფრო მცირეწლოვანი თინეიჯერებისთვის ბევრი რო აკეთებს ესეიგი კარგია და თვითონაც იწყებენ.. ეგ კაი მაგრამ კიდე უარესებიც შემხვედრია.. ერთი გოგო სკოლაში ლაპარაკობდა სიგარეტებზე თუ რომელი რა გემრიელი იყო და ასე შემდეგ.. მე ბევრი ვერაფერი რო ვერ ვუთხარი და რო ვუთხარი არ ვეწევითქო.. მითხრა: რა იყო რა მაგარი ხარ რო არ ეწევიო? (მაგარი არ ვიქნები მაგისგამო მაგრამ არც შენ არ იქნები მაგისთვის რომ ეწევი..) ხოდა ამაში ყველაზე ცუდი ისაა რომ კარგი გოგო იყო და სკოლაში ბევრს მოწონდა და ბევრი იფიქრებდა რო აი მაგარ გოგოებს ისინი მოწონთ ვინც ეწევაო და დაეწყოთ მოწევა..

უმრავლესობის პასუხი იმაზე თუ რატო ეწევი არის რომ სიგარეტი აწყნარებს მათ ნერვებს
და უფრო კარგად გრძნობენ თავს. მცირეწლოვანები კიდე ფიქრობენ რო ეწევიან უფრო დიდად გამოიყურებიან და გრძნობენ თავს.. და კიდევ ფიქრობენ რო სიგარეტი მათ ეხმარება მოწყენილობს, სტრესის და ხანდახან შიშის დაძლევაშიც. ზოგი ახალგაზრდა გოგო იმისთვისაც კი ეწევა რომ ფიქრობს რომ ცუდად გამოიყურება და სიგარეტი უფრო მიმზიდველობას შემატებს მას, ასევე ეწევიან იმისთვის რომ წონაში არ მოიმატონ.

თინეიჯერები და მცირეწლოვანები ფიქრობენ რომ მოწევა ჯანმრთელობისთვის პრობლემებს მხოლოდ სიბერის დროს იჩენს. ბევრისგან გამიგია რომ, ოო.. არაფერს არ გიშვება ეს სიგარეტი სიბერემდე და მერე კიდე ეგეთ სიბერეში არც მინდა ცხოვრებაო და ეხლა ვიკაიფებო..მაგრამ ეს არაა მართალი და უმრავლესობამ თვითონაც იცის. მერე წამოვლენ ფეხბურთის სათამაშოთ, სადმე სასეირნოდ ან კიბეებზე ამოვლენ და იტყვიან ..ოხ ამოვყარე ''ბიჩოკები''.. რატომ იკლავ თავს? რაც არ უნდა ცუდი ცხოვრება გქონდეს და სიცოცხლე აღარ გინდოდეს, ეგ მაინც ხო იცი რო მაშინვე არ მოგკლავს ეგ სიგარეტი მაგრამ გაგიფუჭებს ჯანრმთელობას მთელი ცხოვრება.. ან ესეთი კაიფია მაგაში რომ მაგის გამო დაიავადო ორგანიზმი? ან კიდე იმათ გიღირს რომ პირი გიშრებოდეს და არასასიამოვნო სუნი გქონდეს? თან დამტკიცებულია რომ ვინც ადრეულ ასაკში იწყებს მოწევას ის უფრო მძიმე მწეველი იქნება და გაუჭირდება შემდეგ მისთვის თავის დანებება. რაც იმას ნიშნავს რომ უფრო დიდი რისკის წინ დგეხარ რომ თავი დაიავადო.

კიდევ რასაც არ ვამართლებ არის მშობლების არასწორი დამოკიდებულება ამ საკითხთან. ჯერ ერთი თვითონ რო ეწევიან ამითაც რარაც გავლენას ახდენენ მათ შვილებზე, მეორე კიდევ რომ გაიგებენ რო შვილი ეწევა და დაიწყებენ ის დაუნდობლად ცემას ან დასჯას და სახლიდან რა გაშვებას.. არადა იმ მშობლებისგან ვინც ადრეულ ასაკში დაიწყო მოწევა თვითონვე იციან რომ ყოველთვის არის მოსახერხებელი რომ მშობლებისგან დაუნახავად მაინც მოწიო სადმე.. მაგრამ ამისდამიუხედავად სჯიან, ცემენ, სახლიდან არ უშვებენ, ფულს არ აძლევენ და ასე შემდეგ..

მაგრამ ეს ადამიანის ფსიქოლოგიაა მითუმეტეს ბავშვის რომ რასაც უშლიან უფრო გააკეთოს ჯინაზე და ამით უპასუხოს ამ დასჯას.. ჩემი მაგაზე ბევრად კარგი ხერხია რომ დაუჯდე და მეგობრულად აუხსნას და თხოვოს რატომ არ უნდა მოწიოს და რა არის სიგარეტის ნეგატიური ეფექტები და უბრალოდ თხოვოს რომ არ მოწიოს, რადგან მისთვისვე იქნება ეს ცუდი. მე მაგალითად დაახლოებით 12 წლის რომ ვიყავი მამაჩემი დამიჯდა და ამიხსნა ეს ყველაფერი მეგობრულად და იციმ მითხრა რომ მაგის ძმა ბავშობიდან ეწეოდა ჩუმად და ეს რომ არ გამეკეთებინა ისიც მითხრა რომ ვიცი რომ მაინც მოახერხებ დამალვას ყოველთვის შენთან ვერ ვიქნები და რაღაც ნაგავის მოწევას მითხარი მაინც და იმის ფულს მოგცემ რომ რამე ნორმალიური მაინც მოწიოო. მაგრამ იცის მითხრა რომ ძალიან ეწყინებოდა და ჩემთვისვე იქნებოდა ძალიან ცუდი მოწევის დაწყება.. ეს მეგობრული საუბარი დღემდე მახსოვს და დიდი ეფექტი ქონდა ჩემზე, სხვაზე არ ვიცი რამდენად იმოქმედებდა მაგრამ ჩემზე ამ გულახდილობამ და მეგობრულ საუბარმა დიდი გავლენა იქონია და შეიძლება მაგის დამსახურებაცაა რომ არ ვეწევი.

ასევე ვფიქრობ რომ მეგობრებმაც სულ უნდა ეუბნებოდნენ და ცდილობდნენ რომ დაანებებინონ მოწევას თავი, მაგრამ ნორმის ფარგლებში. ერთი დეგენერატი მახსოვს მივიდა თავის ძმაკაცის მამასთან და უთხრა ეწევაოო და მაგისთვის რომ კარგი მინდა იმიტომ გითხარიო და იგივე უთხრა მერე თავის ძმაკაცსაც.. მაგრამ რა მოხდა მერე ხომ ხვდებით დაახლოებით ის რაც ზევით დავწერე დასჯაზე.. ხოდა კიდე რაც ძალიან არ მომწონს არის რომ ძმაკაცთან ან მეგობართან სახლში ხარ და მამამისი გეკითხება ჩემი შვილი ეწევაო? პატივს ცემ და არ გინდა მოატყუო მაგრამ არც ძმაკაცს აწყენინო და მშობელს იმის შეგნება მაინც უნდა ქონდეს რო ეგეთ მდგომარეობაში არ ჩააყენოს შვილის მეგობარი.

საკუთარი ჯანმრთელობისთვის რო ცუდია ეგ ხო იციან მაგრამ გარშემომყოფებს რაღას ერჩიან? ამას გაუაზრებლად შვებიან მაგრამ ახლომყოფებს ფასიურ მწეველებს ხდიან და მათ ჯანმრთელობასაც ავნებე.. პატარაობაში ჩემი ძმაკაცების უმრაველოსბა ხშირად ეწეოდა, ახალი დაწყებული ქონდათ და სადმე ისეთ ადგილას სადაც აღმოვჩნდებოდით სადაც უფროსები ვერ დაუნახავდნენ ეწეოდნენ.. მე სულ შორს ხო არ ვიდგებოდი..? ვლაპარაკობდით თან და მეც ვიწამლებოდი.. მაქამდე დიდად არ მქონდა გააზრებული თუ რამხელა უარყოფითი შედეგი ქონდა პასიურ მოწევას მაგრამ, მერე ერთხელ ავად გავხდი და ექიმი მსინჯავდა.. ხოდა დედაჩემი რო გავიდა ოთახიდან ჩუმად მკითხა დედაშენმა იცის რომ ეწევიო? ბრონხები რას გიგავსო.. არადა მაგ დრომდე ერთი ღერიც კი არ მქონდა მოწეული.. ასევე საშინელებაა და დანაშაულად უნდა ითვლებოდეს ორსული ქალის მოწევა ან მისი გარშემომყოფების..!! იმ პატარას რაღას ერჩი ..? რა დააშავა ..?!

მოკლედ, რომ შევაჯამო,
სიგარეტის დადებით თვისებებათ შეიძლება ჩაითვალოს:

  • ნერვების დაწყნარება და სტრესის მოხსნა
  • პრობლემიდან სხვა რამეზე ყურადღების გადატანა
  • ან თვითონ ''პონტი'' რომელიც გისწორდება

სიგარეტის უარყოფითი თვისებებია:

  • ჯანმრთელობის გაუარესება შენთვის და ახლომყოფებისთვის, ადრეული სიკვდილი და ცუდი ''დიხანია''
  • ცუდი სუნთქვის გამო ბევრი სიარული, სირბილი, ცურვა, ან ხანდახან სიცილის შეუძლებლობა ან გართულება და ასევე უფროსობისთვის ბავშვებთან თამაში ან მათი გასეირნება.
  • პირში არასასიამოვნო სუნი გამო, შედარებით არასასიამოვნოს ხდის თქვენი ნაცნობებისთვის კოცნა, ჩახუტება ან ახლოს ყოფნა. რამაც შეიძლება შეყვარებულთანაც გაგიფუჭოს ურთიერთობა.
  • სიგარეტის სუნი რჩება იმ ადგილებში სადაც ეწევით მაგალითად: სსახლში, მანქანაში და ასევე თქვენს ტანსაცმელზეც.
  • სიგარეტზე ფულის ხარჯვა რაც ზოგ ქვეყანაში ძალიან ძვირი ღირს მთავრობის დამატებული გადასახადების გამო.

რომ არ მოწიოთ ან დანებებაში უნდა დაგეხმაროთ:

  • მეგობრები
  • მშობლები
  • მთავრობა (სხვადასხვა კამპანიებით და პროგრამებით, რომლის მიზანიც იქნება ხალხისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება სიგარეტის უარყოფით თვისებებზე და დანებების გზებზე)
  • რაც მთავარია და მის გარეშე არაფერი არ გამოვა.. საკუთარი თავის სურვილი და თავშეკავებულობა




ეს კი რამოდენიმე ქართული ვარიანტი საინტერესო ნათქვამებისა მოწევაზე:

'' სიგარეტისთვის თავის დანებება მარტივია, 100 ჯერ დავანებე..''

''ყოველდღიურად, ათასობით ადამიანი ანებებს თავს სიგარეტს.., სიკვდილით"

''დაიმახსოვრე, შენ თუ ეწევი სექსის შედეგ შენ ამას ზედმეტად მალე ამთავრებ"

===

პ.ს მე ამ ფოსტით არც არავის ვაყენებ შეურაწყოფას და არც არავის ვაქებ, უბრალოდ მინდოდა დამეწერა იმაზე რასაც მინდა რომ ხალხმა თავი დაანებოს რაც მათთვისვე უკეთესი იქნება, მაგრამ ამან დიდი შედეგი რომ გამოიღოს ამაში მთავრობაc უნდა მონაწილეობდეს და იყოს ხალხის დიდი ინიციატივა.

თუ ვინმეს ამ ფოსტმა დააინტერესა ან კიდევ უფრო დაეხმარა იმაში რომ გადააგდოს სიგარეტი, ძალიან მოხარული ვარ და ვისაც საწინააღმდეგო აქ რამე ან მეთანხმება და შეუძლია რამე დაამატოს, სიამოვნებით მოვუსმენ!

დიდი მადლობა წაკითხვისათვის!